ზელენსკი-მაკრონის მოლაპარაკებები

08 თებერვალი 2022, 17:06 1041 ნახვა

კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დაწყების წინ ვლადიმირ ზელენსკიმ  ტვიტერში ფრანგ კოლეგასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ  უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტის ეს პირველი ვიზიტია ბოლო 24 წლის განმავლობაში. 

ვლადიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს ორივე სახელმწიფოსთვის პროდუქტიული უწოდა. ზელენსკი აცხადებს, რომ  უკრაინა და საფრანგეთი უსაფრთხოების სფეროში უფრო ღრმა ურთიერთობასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებაშია დაინტერესებული.

პარიზი კიევს  მილიარდ 200 მილიონ ევროს გამოუყოფს მაკროსაფინანსო დახმარების სახით, რაც ეკონომიკის  სტაბილიზებას შეუწყობს ხელს-ამბობს ზელენსკი.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ  უკრაინა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას ემხრობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი