უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებას გამოეხმაურა. რუსეთის ლიდერმა უკრაინის ყოფილ ლიდერს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა.
უკრაინის პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე „ზრუნვის“ უძველესი რუსული პრაქტიკა დიდი ხანია დამთავრდა. ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს“, - წერს პოროშენკო „ტელეგრამზე“.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა არის ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის ვლადიმერ ზელენსკის სურვილი "პუტინს საჩუქარი გაუკეთოს".