არავაქცინირებული მედპერსონალი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში

04 თებერვალი 2022, 18:30 1320 ნახვა

პანდემიიდან დღემდე კორონავირუსის გამო ქვეყანაში ათეულობით ადამიანი იღუპება და    ამ ციფრმა    15 ათას გადააჭარბა.  გარდაცვლილებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

კოვიდ 19-ს ქვეყანაში 143 მედმუშაკის სიცოცხლე ემსხვერპლა, ყველაზე მეტი კი აჭარაში გარდაიცვალა. მონაცემები შეჯამებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრის ანგარიშში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ არც თუ ისე ბევრია აუცრელი მედიკოსი.  

ამავე  დოკუმენტის მიხედვით,  კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 10 ათასზე მეტი ორსული. აჭარა სამეულშია, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა ორსულებში.  რატომ არ იცრებიან მედიკოსები, რომლებიც თავად მკურნალობენ კოვიდდადებით პაციენტებს, გახშირდა თუ არა მედიკოსების ინფიცრების შემთხვევები  სამხრეთ აფრიკული შტამის შემდეგ და შეუშლის თუ არა ეს უკანასკნელი ხელს ჰოსპიტალურ სექტორის მუშაობას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი