კორონავირუსის შემთხვევების გამო მაღალმთიან აჭარაში 7 ბაღია დახურული

04 თებერვალი 2022, 11:26 1077 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო მაღალმთიან აჭარაში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია 7 საბავშვო ბაღში. მათ შორის ხულოში ყინჩაურის, დიდაჭარის, რიყეთისკვატიის ბაღებში.

შუახევში ხაბელაშვილებსა და ბარათაულში. კორონავირუსი ამ  დაწესებულებებში აღმზრდელებს  დაუდასტურდათ.

კოვიდის გამო დროებით არ მუშაობს ქედაში მახუნცეთის ბაღი. გარდა ინფიცირების შემთხვევებისა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასწრება დაბალია  დიდთოვლობის გამოც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში