აჭარაში, კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის მეორე კლასელი მოსწავლე 15 თებერვლის შემდეგ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზე მაინც გადავიდა. სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებიდან ვირუსით ინფიცირების 11 შემთხვევაა გამოვლენილი . მათგან 3 მასწავლებელი და 8 მოსწავლეა.