მეორე სასწავლო წელია სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ჩვეული გარემოდან ონლაინც სივრცეში მოუწიათ გადასვლა. ის, რომ აბიტურიენტთა უმრავლესობა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან ემზადება ახალი არ არის.საქართველოში მოსწავლეების რეპეტიტორებთან სიარული მეტად პოპულარული და ამავდროულად, საჭიროა. მათ შორის, კერძო სკოლების მოსწავლეებისთვისაც კი. ეპიდემილოგიური ვითარების გამო კი, მასწავლებელთან კერძოდ მომზადება ბევრს ონლაინ მოუხდა, რაც არც თუ ისე ადვილი იყო. რეპორტაჟში მოგიყვებით აბიტურიენტზე, რომელიც რეპეტიტორთან მისასვლელად კილომეტრებს ფეხით გადიოდა, შემდეგ კი მასაც ონლაინ რეჟიმზე მოუხდა გადასვლა. მომავალი აგრონომის გეგმები და სწავლა საქმესთან ერთად - ილონა შავლიძის რეპორტაჟში