მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

04 თებერვალი 2022, 11:46 1744 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტის საზღვრის კვეთის საქმეზე  პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი პროცესს ესწრება.

სასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე  ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერები არიან შეკრებილები. აქციაზე ასევე იმყოფებიან მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. 

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის წინააღმდეგ წარმოებული ყველა საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

''თავისუფლება მიშას'' - ამ შინაარსის ბანერები მიიტანეს მხარდამჭერებმა სასამართლოსთან. 

საქალაქო სასამართლოს შენობასთან  მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი