თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

04 თებერვალი 2022, 11:45 991 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც. 

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა.

"საქართველოში პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი. რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება.

"მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, მჭირდება სამედიცინო დახმარება ახლა! შემოუშვით ჩემთან ის ექიმები, რომელთაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ, იმიტომ რომ ეს დამთავრდება პირველ რიგში, თქვენთვის ცუდად და მე ამის გარანტიას გაძლევთ"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი