გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხი განიხილეს.
საუბრის ძირითადი ნაწილი აშშ-ისა და რუსეთის მუდმივ წარმომადგენლებს შორის კამათს დაეთმო, რომლებიც კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, სწრაფად და ერთხმად – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა.
თავის მხრივ რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ კვლავ უარყო კრემლის გეგმები უკრაინაზე თავდასხმის თაობაზე და ამერიკულ მხარეს სთხოვა წარმოედგინა „რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ფაბრიკაციებისა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას აპირებს“.