კორონავირუსის მასიური გავრცელების და პედაგოგთა დაინფიცირების გამო ხვალიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის მეორე საჯარო სკოლა. ბოლო მონაცემებით აჭარაში 2 სკოლა და 47 ცალკეული კლასია ონლაინ რეჟიმზე, თუმცა გაანხლებულ მონაცემებს აჭარის განათლების სამინისტრო ხვალ დილიდან გაავრცელებს. რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას - ისევ მზარდია, გამოვლენილი 17 ათას 265 შემთხვევიდან აჭარაზე 1 913 მოდის.