ეპიდვითარება სკოლებს დახურვით ემუქრება

30 იანვარი 2022, 18:14 3415 ნახვა

​კოვიდ ინფიცირების მზარდი სტატისტიკის გამო, აჭარაში კიდევ ერთი საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის. მეორე საჯარო სკოლის ექვს პედაგოგს დღეს ვირუსი დაუდასტურდა.  ამავე სკოლაში ამ დროისთვის სულ 22 პედაგოგს აქვს ვირუსი დადასტურებული. ბოლო მონაცემებით აჭარაში მ2 სკოლა და 47 ცალკეული კლასია ონლაინ რეჟიმზე. ხვალიდან  მეორე საჯარო სკოლის გარდა კიდევ რამდენი სკოლა და ცალკეული კლასი გადავა ონლაინ სწავლების რეჟიმზე. გაანხლებულ მონაცემებს  აჭარის განათლების სამინტრო ხვალ დილიდან გაავრცელებს. რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას - ბოლო 24 საათში კოვიდით ინფიცირების კიდევ 17 ათას 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 913 შემთხვევა აჭარაზე მოდის. მზარდია გარდაცვალების დინამიკაც. ვირუსს დღე-ღამეში 34 პაციენტი ემსხვერპლა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში