სასწავლო პროცესი სკოლებში თუ დისტანციურად?

30 აგვისტო 2021, 17:51 1604 ნახვა

უნდა აიცრან ბავშვები.საუბარია 12 წლის და ზევით ასაკის მოზარდებზე, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს-ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის მოწოდებაა.მათი  ვაქცნიციის  საკითხი უკვე  დღის წესრიგშია საქართველოში, პარალელურად ახლოვდება სწავლის დაწყებაც.  სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება პანდემიის დროს -ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც 8 პუქტიანია. მიაჩნიათ, რომ სწავლის განახლება სკოლებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან  პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს.  ჯერ უცნობია  გაიღება თუ არა საქართველოში  სკოლის კარები ორ კვირაში ბავშვებისთვის, ამ გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის სტაბილზიაცია სჭირდება,  რომელიც ჯერ საქართველოში საგანგაშოა. თუ ინფიცირების შემთხვევებმა არ იკლო,  სწავლა  გასული წლის მსგავსად ისევ დისტანციურად განახლდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში