კანარის კუნძულებზე 300-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, ისინი კუნძულზე გადასვლას დაზიანებული ნავებით ცდილობდნენ. როიტერის ინფორმაციით, გარდაცვლილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არააქვთ, თუმცა მიგრაციის მონიტორინგის ჯგუფის დამფუძნებელი, აცხადებს, რომ კუნძულ ლანსაროტეზე არალეგალური გადასვლის დროს 18 ადამიანი დაიღუპა.