ნაციონალური მოძრაობა ხელვაჩაურის ყოფილ მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. პარტიაში ამბობენ, რომ 2020 წელს წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 260 ათასი ლარი დაიხარჯა, ბოლო 9 წელიწადში კი 27 მილიონი, თუმცა ზანაქიძეებისა და გემურაულის მცხოვბრელებს წყლის პრობლემა აქვთ. ოპოზიცია მოქმედ მერს მოუწოდებს შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცეს. ბრალდებებს არ იზიარებენ მერიაში და აცხადებენ, რომ ჭაბურღილის ამუშავება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების გამო ვერ მოხერხდა. საჭიროა პრობლემის საფუძვლიანი შესწავლა, რადგან დარწმუნდნენ, რომ წყალი სასმელად ვარგისია .