ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

25 იანვარი 2022, 13:12 2451 ნახვა

​ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ბეღლეთთან ავტომობილების გადაადგილება დროებით შემოვლითი გზითაა დასაშვები.

მიზეზი მაგისტრალზე დღეს დილით განვითარებული მეწყრული პროცესებია. ამ დროისთვის კურორტ "გოდერძის" მიმართულებით გადაადგილება სოფელ ტაბახმელა-ბოძაურის შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.

ჩამოწოლილმა მეწყერმა საფრთხე შეუქმნა მიმდებარედ მდგარ საცხოვრებელ სახლსაც.

კახაძეების ოჯახი თვითმმართველობამ ალტენრატიულ საცხოვრებელში გაიყვანა. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს ის ამ დროისთვის არ დაწყებულა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკის მუშაობა ჯერჯერობით საფრთხის შემცვლელია.

"აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.

 ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გასტანს. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა კვლავ გადმოერთვება ცენტრალურ გზაზე"-აცხადებენ გზების დეპარტამეტში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში