კიევმა ვაშინგტონისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო. ამჯერად უკრაინაში ამერიკული თვითმფრინავით 80 ტონაზე მეტი იარაღი ჩაიტანეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შესვლას დასავლეთისგან მკაცრი პასუხი მოჰყვება.
"სიბიესის" ეთერში ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ არ ვარაუდობს, პუტინი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხას თავს, როგორც ეს 2008 წელს საქართველოში მოხდა. დღესვე ენტონი ბლინკენი ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვირტუალურ შეხვედრას დაესწრება.