ოფიციალური ესტონეთის განცხადებით - ესტონეთი უკრაინას ამერიკული წარმოების “ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს უახლოეს პერიოდში მიაწვდის. "დაძაბულობა 2021 წლის ოქტომბრის ბოლოდან გამწვავდა და ტალინში უკვე მაშინ დავიწყეთ იმის განხილვა, თუ რითი შეგვეძლო უკრაინის დახმარება დამატებით.
ესტონეთში „ჯაველინის“ რაკეტები გვაქვს, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. საუბარია ათეულობით რაკეტაზე. კონკრეტულ რიცხვს არ დავასახელებ, თუმცა ეს რიცხვი შთამბეჭდავია“, - აღნიშნა ესტონეთის კონსულმა უკრაინაში.