მაღალმთიანეთში სააღმზრდელო პროცესი ხვალ განახლდება

23 იანვარი 2022, 11:07 870 ნახვა

ხულოსა და შუახევში დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დაწესებულებები სურსათით უკვე მომარაგებულია. შენობები უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით.

სააღმზრდელო პროცესში ჩართულ დასაქმებულებს  კი  კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ. 

რაც შეეხება დაწესებულებებთან მისასვლელი გზებს ,საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყველა სოფელში სტრატეგიულ ობიექტამდე მისასვლელი გზები თოვლის საფარისგან გაწმენდილია.

სააღმზრდელო პროცესი განახლდება ქედის ბაგა-ბაღებშიც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში