ვითარება ქედის მუნიციპალიტეტში

22 იანვარი 2022, 15:05 1218 ნახვა

გზების გაწმენდა გრძელდება ქედაშიც. ქედის მერის ინფორმაციით ამ დროისთვის 22 ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები.  

მერის განცხადებით მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგების პრობლემა გადაჭრილია და ყველა სოფელსა და დაბას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. რა შეეხება ზვავსაშიშ  ზონაში  სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრებლების მდგომარეობას - როლანდ ბერიძე აცხადებს, რომ გზები უახლოეს დროში გაიწმინდება, ხოლო ოჯახებმა, რომლებიც ავარიულ სახლში ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის  მერიას წერილობით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც თვითმმართველობა მათ ქირით გაიყვანს. ქედაში მაღალი სოფლის ზონებში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი