ავარიული სახლების პრობლემის შესახებ დისკუსია გაიმართა ბათუმში. დისკუსიის მონაწილეების განცხადებით ბათუმში ავარიული სახლების პრობლემა მწვავედ დგას და ოჯახების დიდი ნაწილი საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს.
შეხვედრის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბათუმის მერიას უკვე იდენტიფიცირებული აქვს 1700-მდე ოჯახი, რომელთა საცხოვრებელიც ავარიულია, თუმცა არ იციან რა გეგმა აქვს თვითმმართველობას აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.