მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი შესრულდა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა. პარაკლისის დაწყებამდე ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.