შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყო ხელვაჩაურში. მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კონკრეტულად კი ახალშენში, მაჭახლისა და კირნათის მცხოვრებლებს.
ენერგო-პროს ინფორმაციით, დღის ბოლომდე აბონენტებს ელექტროენერგია აღუდგებათ.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.