ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ხის სახლმა დიდთოვლობას ვერ გაუძლო. მათივე თქმით, ოჯახი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი, მოგვიანებით კი მათ ქირით გაიყვანენ.
"ლეღვაში თოვლის გამო ხის ფიცრული სახლი ჩამოინგრა. დაზარალებული არავინაა. გორჯელაძის ოჯახია, ისინი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან. გამოვუყოფთ ქირას, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო კომისიით დავაკმაყოფილებთ რაც კანონდემბლობითაა გაწერილი"-განაცხადა ლევან ზოიძემ.
ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი თითქმის 2 მეტრს აღწევს.