საქართველოში კორონავირუსის 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

21 იანვარი 2022, 10:50 987 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით  გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5173.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 725, „პისიარ“ ტესტით – 20 661.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,55 %, ბოლო 14 დღის – 11,39 %, ბოლო შვიდი დღის – 12,76%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა - 851, იმერეთი - 861, ქვემო ქართლი - 351, შიდა ქართლი - 538, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 030 710 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 951 428 გამოჯანმრთელდა, 14 631 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 643 528 აცრა, დღიურად აცრილია 7 059.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში