გაზის კრიზისის ფონზე მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იგი 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს. გადაწყვეტილებას მმართველი პარტიიდან მხარი დაუჭირა 101-დან 58-მა დეპუტატმა.
პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განმარტა, რომ კრიზისული სიტუაცია კომპანია „მოლდოვაგაზ“-სა და რუსულ „გაზპრომს“ შორის კომერციული ურთიერთობების შედეგმა გამოიწვია. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მოლდოვაგაზმა ვერ შეძლო საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულება. მოლდოვაგაზსა და გაზპრომს შორის გაზის მიწოდებაზე 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც 2021 წლის 1-ელ ნოემბერს შევიდა ძალაში.