ხულოს მერის განცხადებით, მეოთხე დღეა ხულოში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მოქმედებს ცხელი ხაზი. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
მისივე თქმით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს თემებთან მისასვლელი და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდით სამუშაოებს. მთავარ გამოწვევად ამ ეტაპზე რჩება მაღალი ზონის სოფლები, სადაც თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აჭარბებს, ინტენსიური თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო ხშირ შემთხვევაში ტექნიკას უჭირს გადაადგილება.
ენერგო მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შეფერხებები არ ფიქსირდება, მოსახლეობას სრულად მიეწოდება ელექტროენერგია.