2024 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი  ფართი 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა - სააგენტო

17 იანვარი 2022, 20:06 910 ნახვა

2024 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ხელმძღვანელობა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებული ოჯახების ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი და მასშტაბური, ოთხწლიანი განსახლების გეგმა განიხილეს.

სააგენტოს კონსულტანტის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, 2024 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყოფილ სანატორიუმ ,,ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახების მიმართ გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება, რაც 2022 წლის განმავლობაში მათთვის საცხოვრებელი ფართებით, უპირობოდ დაკმაყოფილებას გულისხმობს.

ასევე ძალაშია შეთავაზება, რომლის მიხედვითაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, დროებით ქირით ისარგებლონ, ხარჯებს კი სახელმწიფო დაფარავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი