დიდთოვლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სრულად მიეწოდება ელექტროენერგია.
პრობლემა არ შექმნილა ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხითაც. უწყების ინფორმაციით, პარალელურად შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული, სოციალური და ტურისტული მიმართულებით მუნიციპალიტეტში მიმდინარე განიხილა.