დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები მაღალმთიანეთში

16 იანვარი 2022, 18:30 943 ნახვა

მთიან აჭარაში ისევ გადაუღებლად თოვს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება. სოფლების ნაწილს   ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.  გზების წმენდის პროცესს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. გაიმართა საგანგებო შტაბის სხდომა. ითქვა, რომ მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ  გზები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იწმინდებოდა -   ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. გაწმენდილია ცენტრალური გზები,ამ ეტაპზე პრობლემად რჩება შიდა სასოფლო გზები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი