ქობულეთში სოფელ აჭყვაში სახლი დაიწვა

16 იანვარი 2022, 18:07 6290 ნახვა

ქობულეთში, სოფელ აჭყვაში, კონცელიძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, მოკლე ჩართვა გახდა.

ამ დრომდე ხანძრის კერების ლოკალიზება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილას ქობულეთის სახანძრო სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიციის ჯგუფები არიან მობილიზებული.

ასევე იმყოფება ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას. ქობულეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კონცელიძეების 5-წევრიან ოჯახს დროებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ, მანამდე სანამ ოჯახი უზრუნველყოფილი არ იქნება საცხოვრებელი ფართით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი