წყალქვეშა ვულკან ჰინგა-ტონგას ამოფრქვევის გამო წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო ტონგას ცუნამი დაატყდა თავს.
BBC-ის ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ვულკანის საკმაოდ ძლიერი ამოფრქვევა დაფიქსირდა, რამაც გიგანტური ტალღები წარმოქმნა.სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ გაანადგურა ტალღებმა რამდენიმე სახლი. დაშავებულებსა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.