დღეს ქართული თეატრის დღეა. ამ თარიღის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის პირველ წარმოდგენას, „გაყრას“ უკავშირდება.
პირველი წარმოდგენა ერისთავის პიესა „გაყრა“ 1850 წლის 14 იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.