კალანდა - სოფელ შემოქმედში ტრადიციული დღესასწაულისთვის ემზადებიან.
დღეს დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მოეწყობა ეთნოგრაფუიული ეზო, სადაც გააცოცხლებენ კალანდისთვის დამახასიათებელ რიტუალებს, მათ შორის აგუნასა და ჭურის გახსნას.
ჩატარდება კულინარიული მასტერკლასი, მომზადდება ძველი გურული კერძები.
კალანდა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.