მინდა გავაკეთო აღიარება, რომ მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის - სააკაშვილი

13 იანვარი 2022, 14:11 1378 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილიც. მან დღეს სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს კითხვით მიმართ - თუ რატომ არ ასამართლებენ გარდაცვლილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას საზღვრის უკანონო კვეთისთვის. 

"ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნულუი გმირის წოდება, ის აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, მისმა საქართველოში ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიციამ ადგილობრივი არჩევნები მოიგო.

მისივე განცხადებით, ის არის მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის.

"ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს.

გამოაცხადეს, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო და ვინც ის შემოიყვანა, ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხე რა არის? - არა ატომური ბომბი და ა.შ. მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო. მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, სინამდვილეში, ეს რეჟიმი იმყოფება ახლა სასამართლოზე.

"იმიტომ ვარ მე აქ, რომ ამ რეჟიმს მოვუწყო სასამართლო, იმისათვის, რაც გააკეთა საქართველოში.

მე მინდა, განსაკუთრებით ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა, როგორ გგონიათ, რატომ ვიმყოფები მე დღეს ციხეში? პირველი, „კოსტუმების“ ყიდვის გამო; მეორე, საქართველოში არალეგალურად შემოსვლის გამო; მესამე, იუშენკოს აბანოში მომსახურების და შამპუნის ფასის გამო, მეოთხე ვარიანტი არის ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ საქართველო არ ჩავაბარეთ რუსეთს 2008 წელს"- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი