საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ.
გულშემატკივრებმა საქართველოს დროშები გადმოფინეს და შეძახილებით - "მადლობა", "საქართველო" მსვლელობა მოაწყვეს.
დღეს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები თავისუფლების მოედანზე დახვდებიან. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.