ევროპის მოედანზე მედეას ძეგლის რეაბილიტაცია ისევ გრძელდება. პროექტის მიხედვით იცვლება კვარცხლბეკის დაზიანებული ფილები, რესტავრაცია უტარდება ქანდაკების ელემენტებსაც.
უკვე დასრულდა ქანდაკებასა და სვეტზე განთავსებული ბრინჯაოს ელემენტების გაწმენდა-დამუშავების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 469 ათას ლარს აღემატება. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.