საქართველოში კორონავირუსის 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა  48 პაციენტი

13 იანვარი 2022, 10:49 830 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3044 პირი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 474 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 029, „პისიარ“ ტესტით – 23 445.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,6%, ბოლო 14 დღის – 8,86%, ბოლო შვიდი დღის – 9,91%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა - 563, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 176, შიდა ქართლი - 277, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 979 235 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 922 411 გამოჯანმრთელდა, 14 359 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 588 299 აცრა, დღიურად აცრილია 9 700.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი