ესპანეთი „კოვიდ-19“-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას აპირებს

12 იანვარი 2022, 11:21 699 ნახვა

ესპანეთი „კოვიდ-19“-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას აპირებს. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ესპანეთის მთავრობას  საკითხზე დისკუსიის გამართვა ევროკავშირშიც სურს. თუმცა ესპანეთის ამ გადაწვეტილებას  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.

ჯანმოში აცხადებენ, რომ  „კოვიდ-19“-ის „ენდემურ“ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია, რადგან მიაჩნიათ, რომ  ამისთვის  აუცილებელია,  ინფექციის  გავრცელების მაჩვენებლები იყოს პროგნოზირებადი და შედარებით სტაბილური, რაც ჯერ არ ხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი