დღეს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ.
შეხვედრას, რომელსაც ალიანსის 30 წარმომადგენელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი დაესწრებიან, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
რუსეთი ნატოს მოკავშირეებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოთხოვნებს წარუდგენს.
ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კი გეგმავენ შეშფოთების გამოთქმას რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზების, სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ თავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.