ავარიული სახლის მცხოვრებლების მოთხოვნა

11 იანვარი 2022, 18:07 1324 ნახვა

ბათუმში ბარათაშვილის ჩიხის 4 ნომერში მდებარე 3 სართულიანი საცხოვრებელი შენობა ამორტიზებულია და გამაგრებას საჭიროებს.

მცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავენ. მათი ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია, ამიტომ მოსახლეობა ითხოვს მერიამ ინვესტორს მისცეს ნებართვა, რომ ადგილზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ააშენოს. აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს.

ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, წერილობით კი გვაცნობეს, რომ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებს მერიამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადასვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღეს.  

რაც შეეხება K-2- კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნას,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე ვერ განხორციელდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი