მეჯინისწყალზე, გოდერძი ჩოხელის N10-ში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის დროს პაპიძეების 10 წევრიანი ოჯახიდან სახლში დედა და არასრულწლოვანი იმყოფებოდა, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოჯახის წევრების ვარაუდით ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია.
ხანძრის შედეგად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.