საქართველოში მედიკამენტების ფასები გაიაფდება, ასევე პრეპერატები შემოვა თურქეთიდან, რომლის ხარისხიც და ფასი დღეს არსებულთან შედარებით ბევრად უმჯობესი იქნება.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მუშაობენ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას.
კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით რეგულაციების სიმცირით გამოირჩევა.
სარეცეპტო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ გარემოს და არ შეესაბამება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს და სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტი საჭიროებს შესაბამის რეგულირებას.
მედიკამენტების სიძვირე საქართველოში ერთ–ერთი მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით, დაბალი სოციალური ფენის ადამიანებისთვის.
არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ უღარიბესი ფენისთვის მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალია, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით 2-3-ჯერ ძვირი.