"კომპანიების, რომლებსაც სურთ საქმიანობის განახლება, უნდა აკმაყოფილებს და იცავდეს, ყველა იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და ამის შემდეგ შეავსონ განაცხადი" – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ ბარკალაიას თქმით, 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაცია. თუმცა მისივე განცხადებით, ეკონომიკურის საქმიანობის განხორციელების მიზნით ბიზნეს-სექტორი პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაეცნოს სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და მხოლოდ შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია ვებ-პორტალზე.
"ამ ეტაპის გავლა აუცილებელია, რათა მაქსიმალურად მოხდეს გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი" - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები გამოქვეყნებულია საკანონმდებლო ვებ საიტზე matsne.ge-ზე ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და stopcov.ge-ზე.