10 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 336 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 117 პირი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363 საიდანაც: 4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 595. მძიმე პაციენტია 133, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პირი.
1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 402 - აჭარაში. 29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 ადამიანი.