საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

10 იანვარი 2022, 10:53 1071 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 085 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 745 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 240, „პისიარ“ ტესტით – 10 505.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,47%, ბოლო 14 დღის – 7,76%, ბოლო 7 დღის – 9,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 962 827 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 913 528 გამოჯანმრთელდა, 14 218 კი, გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა - 336, იმერეთი - 218, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

სულ ჩატარდა 2 553 749 აცრა, დღიურად აცრილია 1 899.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი