მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა

09 იანვარი 2022, 15:10 813 ნახვა

მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსის  გადამდები შტამის, „ომიკრონის“ გამო ინფიცირებულთა რაოდენობამ ათობით ქვეყანაში მიაღწია სარეკორდო მაჩვენებლებს.

თუმცა მიიჩნევა, რომ დაავადების ეს ვარიანტი წინამორბედებზე ნაკლებად მწვავე ფორმებით მიმდინარეობს და, შესაბამისად, ნაკლებია გარდაცვლილთა რაოდენობა, განსაკუთრებით - აცრილთა შორის. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ დაავადებულთა მხოლოდ გაზრდილი რიცხვიც კმარა მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემათა გადატვირთვისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი