აჭარაში კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კლინიკურად გამოჯანმრთელდა 140 პაციენტი, კლინიკებიდან გაიწერა 41.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 510 პაციენტი, მძიმეა 124-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 33 პირი.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 269 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 460, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 220, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.