ყაზახეთში მთავრობა გადადგა

05 იანვარი 2022, 11:48 805 ნახვა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა - პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დასახელდა.   

იქამდე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქალაქ ალმათდსა და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი” დაწესდა, ასევე, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ყაზახეთის მანგისტაუს რეგიონში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. დემონსტრანტები თხევადი ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრ ზრდას აპროტესტებდნენ.

ხელისუფლებამ გაზის ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, აქციის მონაწილეების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა და ისინი, საბოლოოდ, უკვე ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შეზღუდულია მობილური და ინტერნეტკავშირი, რამდენიმე სოციალური ქსელი კი დროებით დაიბლოკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში