ქალი, რომელსაც თვითმფრინავით მგზავრობისას COVID-19 დაუდასტურდა, 5 საათის განმავლობაში საპირფარეშოში იყო იზოლირებული.
მიჩიგანის სკოლის მასწავლებელი, მარისა ფოტიეო ჩიკაგოდან რეიკიავიკში, ისლანდიაში მიემგზავრებოდა.
მგზავრობის დროს მას ყელი ასტკივდა და თვითმფრინავშივე გაიკეთა Covid 19-ის სწრაფი ტესტი, რომელიც თან ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ტესტი დადებითი აღმოჩნდა, ქალმა გადაწყვიტა, მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის ვირუსის გადადების საფრთხის შემცირების მიზნით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის ერთ-ერთ საპირფარეშოში ჩაკეტილიყო. ამის შესახებ მან ვიდეო გადაიღო და Tik-tok-ის პლატფორმაზე ატვირთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.