4 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 366 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 235 საიდანაც: 4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 504. მძიმე პაციენტია 119, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 პირი.
• 892 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 587 - თბილისში, 209 - აჭარაში.
• 17 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, ხოლო აჭარაში - 1.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 401 ადამიანი.